ჩვენ შევქმენით საიმედო, გამჭვირვალე და კოლექტიური ბიტკოინის მულტისიგ საფულე, რომელიც არის მოქალაქე პლატფორმის საწყისი საერთო ფონდი — თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილი და კონტროლით, ყოველგვარი ცენტრალური მფლობელობის გარეშე.
საფულის მთავარი მიზანია ბიტკოინის ეტაპობრივი დაგროვება DAO მოქალაქის პლატფორმის პირველი MVP ვერსიის ასაშენებლად — რეგისტრაციის, ბეჯების, სიახლეების კედლისა და ამ საფულის ინტეგრაციის ჩათვლით.
1. ძირითადი პრინციპები
1️⃣ გამჭვირვალობა — ყველა მისამართი და ტრანზაქცია საჯაროდ გამოჩნდება ბიტკოინის ბლოკჩეინზე.
2️⃣ საერთო კონტროლი — ფულზე არ ექნება წვდომა არც ერთ ადამიანს ინდივიდუალურად; თითოეული ტრანზაქცია შესრულდება მხოლოდ რამდენიმე ხელმოწერით (multisig პრინციპით).
3️⃣ უსაფრთხოება — Private key-ები ინახება მხოლოდ გასაღების მფლობელებთან (hardware wallet-ზე).
4️⃣ მიზნობრივი დანიშნულება — საფულეში არსებული თანხა გამოიყენება მხოლოდ „მოქალაქე“ პლატფორმის ასაშენებლად და არ გადამისამართდება სხვა მიზნებზე მონაწილეთა ერთსულოვანი თანხმობის გარეშე.
5️⃣ ნდობა და გადამოწმებადობა — ბალანსი, ჩარიცხვები და ტრანზაქციები საჯაროდ გადამოწმებადია ბლოკჩეინზე.
2. მიზნის მიღწევის პირობები
საფულის მიზანი ჩაითვლება მიღწეულად, თუ მისი გახსნიდან არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში დაგროვდება თანხა, რომელიც შეადგენს $10,000-ს იმ მომენტში მოქმედი ბიტკოინის კურსის შესაბამისად.
3. მიზნის მიუღწევლობის პირობები
თუ 18 თვის გასვლის შემდეგ აღნიშნული თანხა არ შეგროვდა, ჩაითვლება, რომ მიზანი ვერ მიღწეულა.
ამ შემთხვევაში:
– ყველა კონტრიბუტორს დაუბრუნდება თავისი წილი იმ მომენტში არსებული ბიტკოინის კურსის მიხედვით.
– ნებისმიერ მონაწილეს ან ჯგუფს შეუძლია სურვილის შემთხვევაში გააგრძელოს თანხის დაგროვება იმავე ან ახალი საფულით.
4. მიზნის შეცვლის შესაძლებლობა
თუ მიზანი შესრულდა, თანხა გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც შეიქმნა საფულე.
მიზნის შეცვლა ან სხვა მიზნობრიობით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვანი თანხმობით ყველა მონაწილეს შორის.
5. კონტრიბუციის პირობები
– თანხის შეტანა არ არის ფიქსირებული მოცულობით ან დროში — მონაწილეები ინვესტირებენ სურვილისამებრ.
– ყოველი კონტრიბუცია აღირიცხება Citizen Token-ის პროპორციით და აისახება პლატფორმის მონაცემთა ბაზაში.
6. გამჭვირვალობა და აღრიცხვა
– საფულის მისამართი საჯაროდ გამოქვეყნდება.
– ტრანზაქციების ისტორია ყველასთვის ხილული იქნება ბლოკჩეინზე.
– ყველა კონტრიბუტორის წილი აღირიცხება Citizen Token-ის პროპორციით.
7. ბეჯების მინიჭება
– პირველ 50 შემომწირველს მიენიჭება ბეჯი Founder Citizen.
– მომდევნო 100-ს — Early Builder Citizen.
– შემდეგ 500-ს — Early Citizen.
8. ფორსმაჟორის შემთხვევები
– თანხის გატანა დაშვებულია მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში (ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობა, შემოსავლის 50%-ზე მეტის დაკარგვა, სტიქიური უბედურება).
– გადაწყვეტილება მიიღება შემომწირველთა 50% + 1 ხმით.
– ფორსმაჟორის დადასტურება საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციით.
9. საფულის მართვა და უსაფრთხოება
– საფულის გასაღებს ფლობს სამი პირი; მისი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ მათი ერთდროული დასტურით (3-of-3).
– გასაღებების მფლობელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი დაცულობა.
– გასაღების დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დანარჩენ წევრებს.
10. ტექნიკური დანართი (Multisig მოდელი და უსაფრთხოების პრინციპები)
ტიპი: P2WSH (native SegWit)
წესი: 3-of-5 (3 ხელმოწერა საჭიროა 5-დან)
მონაწილეები: 5 დამფუძნებელი მოქალაქე
საფულე: მხოლოდ Bitcoin Mainnet-ზე
კონტროლი: გადაწყვეტილებები მიიღება საერთო შეთანხმებით.
თითოეულ გასაღების მფლობელს ექნება საკუთარი hardware wallet და დაცული seed phrase.
Spending პროცედურა განხორციელდება მხოლოდ PSBT ხელმოწერით და მინ. 3 ავტორიზაციით.
Watch-only ვერსია შეიქმნება Citizen Vault-ის ბალანსისა და ტრანზაქციების მონიტორინგისთვის.
11. პასუხისმგებლობის დათქმა
საფულეში ჩარიცხვა წარმოადგენს ნებაყოფლობით შემოწირულობას DAO მოქალაქის განვითარების მხარდასაჭერად და არ წარმოადგენს ინვესტიციას ან მოგების გარანტიას.
12. ანგარიშგება მიზნის მიღწევის შემდეგ
მიზნის შესრულებისთანავე მომზადდება საჯარო ანგარიში, რომელიც მოიცავს საერთო ბალანსს, თითოეული კონტრიბუტორის წილს და თანხის განკარგვის გეგმას.