
მივმართავთ მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებს — ამერიკაში, საქართველოში და ყველგან, სადაც ქართველი ბიზნესები და მათი მეგობრები საქმიანობენ.
თქვენც შეგიძლიათ გახდეთ Plus Number-ის პროგრამის მონაწილე.
იდეა ძალიან მარტივია: ბიზნესი რეგისტრირდება საიტზე, ძალიან მცირე თანხის სანაცვლოდ იძენს პრომოციულ ბილეთებს და შემდეგ ამ ბილეთებს უფასოდ ჩუქნის თავის ერთგულ კლიენტებს, პარტნიორებს ან მხარდამჭერებს.
თუ კლიენტი ამ ბილეთით მოიგებს, ის დაინახავს და გაიგებს, რომ მოგება მიიღო სწორედ ამ კონკრეტული ბიზნესისგან ნაჩუქარი ბილეთით. გარდა ამისა, Plus Number-ის ვებგვერდზე განთავსდება ამ ბიზნესის ლინკიც, რაც დამატებით ხილვადობას და რეკლამას აძლევს მონაწილე კომპანიას.
ყველაფერი ხდება მარტივად და ელექტრონულად — ბილეთის გადასაცემად საჭიროა მხოლოდ მომხმარებლის იმეილი ან ტელეფონის ნომერი.
ამ საწყის ეტაპზე, სანამ პროექტი ჯერ კიდევ დასაწყისშია, პირველ 10 ბიზნესს, რომელიც ამ პოსტის ან მისი გაზიარებული ვერსიის ქვეშ გამოგვეხმაურება, Plus Number აჩუქებს ბილეთებს. ამ ბილეთებს ისინი შემდეგ დაურიგებენ თავიანთ კლიენტებს, ხოლო Plus Number საკუთარი ინვესტიციით ჩაატარებს გათამაშებას.
ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გზა, რომ ბიზნესმა თავის მომხმარებლებს მადლობა გადაუხადოს, დამატებითი ემოცია შეუქმნას და ერთგულება კიდევ უფრო გააძლიეროს.
—
მოკლედ, როგორ მუშაობს Plus Number:
Plus Number არის სარეკლამო/პრომოციული ნომრების სისტემა, სადაც ნომრები მომხმარებლებს ყოველთვის უფასოდ გადაეცემათ ელექტრონულად — უმეტესად იმეილით ან ტელეფონის ნომრის მეშვეობით.
ეს ნომრები მონაწილეობს ყოველთვიურ ღია გათამაშებაში, რომელიც პირდაპირ ეთერში ტარდება Dario Radio-ს YouTube არხზე, ყოველი მომდევნო თვის მესამე სამშაბათს, 12:00 საათზე ტეხასის დროით.
ნომერი ახალ მფლობელს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ უფასოდ, ხოლო გადაცემის ფაქტი სისტემაში ფიქსირდება გამგზავნისა და მიმღების დადასტურებით. თვის ბოლოს გადაცემები წყდება, შემდეგ კი ტარდება პირდაპირი ეთერის გათამაშება.
გამარჯვებული ნომერი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა გამჭვირვალე დოლურიდან, სადაც 0-დან 9-მდე ბურთებია. მოგება ნაწილდება იმის მიხედვით, რამდენი ბოლო ციფრი ემთხვევა მომხმარებლის ნომერს — ბოლო 2 ციფრის დამთხვევიდან მინიმუმ $3, ხოლო ბოლო 8 ციფრის დამთხვევის შემთხვევაში $1,000,000.
მთავარი პირობა: პრომოციული ნომერი მომხმარებელმა უნდა მიიღოს სრულად უფასოდ. თუ აღმოჩნდა, რომ ნომერი მიღებულია თანხის სანაცვლოდ ან რაიმე დამატებითი პირობით, ამ ნომერზე მოგება არ გაიცემა.
წესებს აუცილებლად გაეცანით ვებგვერდზე
პროგრამაში რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ: