
1. გამჭვირვალობა
ყველა ფინანსური და ორგანიზაციული პროცესი ღიაა. ყოველი Citizen ტოკენი და რესურსის მოძრაობა ბლოკჩეინზეა დაფიქსირებული და ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის.
2. პატიოსნება და პასუხისმგებლობა
DAO „მოქალაქე“-ს ყველა მოქალაქე იღებს ვალდებულებას, პატიოსნად გამოიყენოს საკუთარი რესურსები და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ მოქმედებებზე.
3. კოლექტიური გადაწყვეტილება
ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება მოქალაქეთა მონაწილეობით. თითოეულს აქვს Citizen ტოკენების შესაბამისი ხმა.
4. თანამშრომლობა და სოლიდარობა
DAO „მოქალაქე“ არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. ზოგი წარადგენს იდეას პროფესიონალური თუ ფინანსურ მხარდაჭერის მოპოვებისთვის. ზოგი კი მონაწიელობს თავისი რესურსებიტ მისთვის საინტერესო პროექტში და ამით ხდება საერთო საქმის თანამონაწილე.
5. ინკლუზიურობა
DAO „მოქალაქე“ ღიაა ყველა ქართველისთვის მსოფლიოს გარშემო, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის და გამოცდილებისა.
6. ინოვაცია და განვითარება
DAO „მოქალაქე“ არის პლატფორმა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის — ბიზნესის, სოციალურ-პოლიტიკური, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, საქველმოქმედო თუ სხვა საქმიანობებისთვის.