
ქართველების*, განსაკუთრებით ემიგრანტების, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ინდივიდუალური ტალანტებისა, ინოვაციური იდეებისა და ფინანსური თუ პროფესიული რესურსების არსებობისა, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად არსებობს განსაკუთრებული უნდობლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება.
სამწუხაროდ, თითქმის ყველას გახსენებია მაგალითები, როცა თაღლითებს უსარგებლიათ ადამიანების ნდობით და შედეგად ბევრი პატიოსანი ადამიანი დაზარალებულა.
DAO „მოქალაქე“-ს შექმნის იდეა სწორედ აქედან მოდის:
შევქმნათ ისეთი ციფრული სივრცე, სადაც ადამიანები, რომლებსაც სურთ პატიოსნად შრომა და საკუთარი რესურსების სასარგებლოდ გამოყენება, ამას შეძლებენ თაღლითობის შიშის გარეშე.
ამ სივრცეში:
- ყოველი ცენტის მოძრაობა გამჭვირვალეა და ყველასთვის ხილული;
- არ არსებობს „ფულის მოტეხვის“ სქემები;
- ნდობა აღარ ემყარება პირად ურთიერთობებს ან დაპირებებს, არამედ კოდში გაწერილ, გამჭვირვალე წესებსა და ბლოკჩეინის მტკიცებულებებს.
ამიტომ ჩვენ, ქართველი მოქალაქეები მსოფლიოს გარშემო, ვქმნით „მოქალაქე“ DAO-ს — ციფრულ რესპუბლიკას, სადაც ნდობა, პატიოსნება და გამჭვირვალობა არის ჩვენი საერთო ცხოვრების საფუძველი.
—————-