
Dario Caucasus არის დამოუკიდებელი მედია-პლატფორმა, რომელიც მაუწყებლობს რუსულ ენაზე საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არხი შექმნილია ენთუზიასტების გუნდის მიერ, რომელთაც სჯერათ, რომ თავისუფალი და ობიექტური მედია საზოგადოების ჯანსაღი განვითარების საფუძველია.
ჩვენი არხი მაყურებელს პრაქტიკულად მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან ჰყავს — კავკასიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან — მათ შორის, აფხაზეთიდანაც. ეს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩვენი ისტორია, რეალობა და ხედვა ფართო აუდიტორიას მოვუყვეთ და შევიტანოთ რეალური დისკუსია იმ სივრცეში, სადაც ალტერნატიული ხმები ხშირად არ ისმის.
Dario Caucasus-ის ყველა წამყვანი საქმიანობას მოხალისეობრივად ეწევა. ჩვენი მთავარი მიზანია მაყურებლისა და მსმენელის ინტერესების დაცვა არა პოლიტიკური გავლენით, არამედ ფაქტებით, რეალური მოვლენებით და ღია საზოგადოებრივი დიალოგით. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს თავისუფალი ბაზრისა და კაპიტალიზმის იდეების, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაციის მიწოდებას ნეიტრალური პოზიციიდან.
ეთერში გვყოლია ისეთი სტუმრები, როგორებიც არიან გიორგი კაჭარავა და გარი ტაბახი. ასევე იგეგმება ეთერი კონსტანტინ ბოროვოისთან და აქტიურად ვმუშაობთ სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი სტუმრების მოწვევაზე.
თუ გსურთ, იყოთ ამ დისკუსიის ნაწილი და დაგვეხმაროთ დამოუკიდებელი მედიის განვითარებაში — გთხოვთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შემოგვიერთდეთ.
