პროექტები

სანამ დაო “მოქალაქის” პლატფორმა სრულად ამუშავდება, ჩვენ არ გვინდა დრო დავკარგოთ, ამიტომ ვიწყებთ ჩვენი რესპუბლიკის მშენებლობას ვებსაიტზე. ამ სივრცეში წარმოგიდგენთ პროექტებს, რომლებიც უკვე საჭიროებენ თქვენს ყურადღებასა და თანადგომას. ყველას შეგიძლიათ თქვენი არსებული იდეებისა და პროექტების ჩვენს საიტზე განთავსება ქვემოთ არსებული ფორმის შევსებით. ვინაიდან, ჯერ-ჯერობით ვერიფიკაციის მოდული არ გვაქვს, პროექტების გამოქვეყნება არა ავტომატურად, არამედ წინასწარი გაცნობის შემდეგ მოხდება. ამ ვებსაიტზე განთავსებული პროექტებისგან ჩვენ არანაირ სავალდებულო საკომისიოს არ ვითხოვთ, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიღებთ ნებაყოფლობით შემონატანებს დაო “მოქალაქის” საფულეში.