მისია და მიზნები

DAO – Decentralized Autonomous Organization (პირდაპირ ითარგმნება, როგორც დეცენტრალიზებული აუტონომიური ორგანიზაცია) არის ციფრული ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰყავს ცენტრალური მმართველი. ეს არის ციფრული საზოგადოება, რომელშიც  ადამიანები ერთიანდებიან და ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს გამჭვირვალე ბლოკჩეინისა და/ან სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით.

👉 მარტივად: დაო არის ადამიანების გაერთიანება ინტერნეტში, სადაც წესები წინასწარ გაწერილია კოდში და ყველა გადაწყვეტილება მიიღება  ერთობლივად და გამჭვირვალედ.

🌍 მისია

DAO „მოქალაქე“-ს მისიაა რაც შეიძლება მეტი ქართველის* გაერთიანება მსოფლიოს გარშემო ერთიან ციფრულ სივრცეში, სადაც ადამიანები ქმნიან და ახორციელებენ ბიზნეს, საქველმოქმედო, სოციალურ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და ა.შ. ინიციატივებს კოლექტიური ძალით, პროფესიონალური მხარდაჭერით და ფინანსური რესურსების მობილიზებით.


🎯 მიზნები

  • შევქმნათ ციფრული რესპუბლიკა, სადაც ქართველები, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა, ერთიანდებიან საერთო ღირებულებების გარშემო.
  • იდეების ავტორებს მივცეთ საშუალება იპოვონ თანამოაზრეები, პროფესიონალური მხარდაჭერა და დაფინანსება.
  • რესურსების მქონე წევრებს (ფინანსური თუ პროფესიული) მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ ინიციატივებში, რომელთა განხორციელებაც ემსახურება საქართველოსა და ქართველების გლობალურ განვითარებას.
  • მოქალაქეობა DAO-ში განისაზღვრება აქტიურობით: მონაწილეობის ხარისხი, ინიციატივების მხარდაჭერა და რეალური წვლილი განსაზღვრავს წევრის როლსა და სტატუსს.