GAFA

Georgian-American Freedom Alliance

ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის მიმართვა ზამთრისა და გაზაფხულის კამპანიისთვის: შეერთებული შტატების ადმინისტრაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართ პოლიტიკას აყალიბებს, რის გამოც მნიშვნელოვანია ამერიკულ ლიდერშიფსა და მათ მოკავშირეებამდე, საქართველოს მხრიდან სწორი გზავნილების მიტანა.

ამისთვის, ჩვენი აზრით, საჭირო ნაბიჯი იქნება CPAC-ზე (Conservative Political Action Conference), ყოველწლიურ კონსერვატიულ კონფერენციაზე დასწრება, რომელშიც შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წარმომადგენლები მონაწილეობენ და რომელიც 2026 წლის მარტში ჩატარდება.

GAFA-ს ძირითადი ამოცანაა, საძირკველის მომზადება რაც შეიძლება მაღალი დონის შეხვედრებისთვის კონფერენციის მიმდინარეობისას და მათი ჩატარება.

როგორ შეუძლია GAFA-ს ამის გაკეთება?

ეს ჩვენი კონტაქტებითა და პარტნიორების მეშვეობით არის შესაძლებელი, რადგან ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობთ ისეთ გავლენიან ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან: The Heritage Foundation, America First Policy Institute, Claremont Institute, Conservative Partnership Institute, Alliance for Defending Freedom და სხვები.

ორგანიზაციის გასული თვეების აქტივობები, მათ შორის NatCon 2025-ზე დასწრება (National Conservative Conference) და შავი ზღვისა და შუა კორიდორის ფორუმებზე ვაშინგტონში მონაწილეობა, ხოლო თბილისში, TRIPP და საქართველოს შესახებ კონფერენციის ჩატარება, ქმნის სამომავლოდ ხელშესახები შედეგის მიღწევის წინაპირობას.

რაც მთავარია, იგეგმება შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან, რათა კონგრესის რაც შეიძლება მეტმა წევრმა იცოდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და მისი საჭიროებების შესახებ.

თუ გაქვთ ამისათვის ორგანიზაციის მხარდაჭერის სურვილი, გთხოვთ მიჰყევით ბმულს. კითხვების შემთხვევაში კი, მოგვწერეთ კომენტარებში ან გვერდზე.

მხარდაჭერა და დონაცია შესაძლებელია ჩვენს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვით:

The Georgian-American Freedom Alliance

Routing number: 121145433

Account number: 358844946235708

Bank: Column N.A. Bank Address: 1 Letterman Drive, Building A, Suite A4-700,

San Francisco, CA 94129

ან შემოგვწირეთ:

გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი.