
ნებისმიერი შემოსული თანხა თავს იყრის ხაზინაში
ფინანსების წყაროებია:
- წევრები – შემოსავლის პირველი წყარო (entry contribution + აქტივობები).
- შემოწირულობები– ინდივიდებისა და ორგანიზაციებისგან.
- ინვესტორები/პარტნიორები – სტრატეგიული მხარდაჭერა.
- გრანტები – საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ფონდების დაფინანსება.
ფინანსების შენახვა და განაწილება
- სტეიბლკოინი ყოველდღიურისთვის, ბიტკოინი მომავლისთვის
- DAO “მოქალაქეში“ ყველა ტრანზაქცია ბლოკჩეინზე იწერება და საჯაროდ ჩანს.
- ფულის განაწილება მოხდება სტეიბლკოინებში ყოველდღიური სტაბილურობისთვის და ბიტკოინებში გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის:
85% სტეიბლკოინებში (USDC/USDT/DAI) — პროექტების დაფინანსებისთვის
10% სტეიბლკოინებში — პლატფორმის ოპერაციული ხარჯებისთვის
5% ბიტკოინში — საერთო რეზერვისთვის. აქედან 2 % ხელუხლებელი რეზერვია, რომლის მიზანი პლატფორმის სტაბილურობის შენარჩუნებაა ფორს-მაჟორულ სიტუაციებში. ხოლო დარჩენილი 3% არის ერთგვარი ყულაბა, რომელიც:
- იხსნება წელიწადში ორჯერ, წინასწარ განსაზღვრულ თარიღებზე.
- თითოეულ მოქალაქეს აქვს წვდომა მხოლოდ საკუთარ წილზე.
- მოქალაქე წყვეტს გამოიყენოს თავისი წილი სასურველი პროექტის დასაფინანსებლად თუ შეინახოს მომდევნო გახსნამდე სტეიბელკოინსა თუ ბიტკოინში.
- თითოეულ მოქალაქეს აქვს ერთი ფორსმაჟორის უფლება წელიწადში, მაგრამ მხოლოდ დასაბუთებული მიზეზით. ფორსმაჟორად შეიძლება ჩაითვალოს ბიტკოინის მკვეთრი გაუფასურება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, სტიქიური უბედურება, ომი ან სხვა კრიზისი. საბოლოო გადაწყვეტილებას, რა ითვლება ფორსმაჟორად, იღებს მთელი საზოგადოება.