„მოქალაქე“ არის ონლაინ საზოგადოება – პლატფორმა (ვებ გვერდისა და აპლიკაციის სახით) სადაც ადამიანები ნებაყოფლობით აზიარებენ პროექტებს, მუშაობენ იდეებზე, ეხმარებიან ერთმანეთს. პლატფორმა, წინასწარ გაწერილი წესების მიხედვით ავტომატურად ზომავს ადამიანების ქმედებებს და ასევე ავტომატურად ანიჭებს მათ რეპუტაციულ ქულებს. ამ ქულების უბრალოდ ყიდვა ან გადაცემა შეუძლებელია. ჩვენს სივრცეში წევრებმა ზუსტად იციან ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვინ როგორი რეპუტაციით სარგებლობს და ა.შ.
დაო “მოქალაქე” არაა ტრადიციული ტიპის კომპანია ერთი ან რამდენიმე მფლობელით. ამ პლატფორმის არსებობა და ქმედუნარიანობა დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობასა და აქტიურობაზე.
აქ არ არსებობენ ადამიანები, ვინც სხვების მაგივრად იღებენ სტრატეგიულ და ფინანსურ გადაწყვეტილებებს პლატფფორმის შესახებ. გადაწყვეტილებები მიიღება მოქალაქის ინიციირების შემდეგ პირდაპირი დემოკრატიული კენჭისყრის შედეგად და მისი მიღება/არ მიღებაც ავტომატურად ხდება პროგრამის მიერ.
„მოქალაქე“ არის სისტემა, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს სრული კონტროლი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე და სადაც წესები სრულდება ავტომატურად სუბიექტური ფაქტორების გაუთვალისწინებლად.